Monday, April 4, 2016

IX დღის რეფლექსია

დასრულდა ინტელის ტრენინგი, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო,  ყველამ მოვახდინეთ ჩვენ–ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია და შევაფასეთ ტრენინგი, ჩემთვის ის საინტერესო იყო,  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ტექნოლოგიებით გამდიდრებული პროექტით სწავლება მოსწავლეებს ეხმარება მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში, ზრდის მოტივაციას და მოსწავლეთა ჩართულობას სწავლების პროცესში. 
სასიამოვნო იყო ჩვენს ტრენერთან ურთიერთობა. დიდი მადლობა მას საინტერესო და მრავალფეროვანიტრეინინგისთვის!

Saturday, April 2, 2016

VIII დღის რეფლექსია

ვიმუშავეთGoogle-ს ფორმაში, შევქმენით ფასილიტაციის კითხვარი და განვათავსეთ ბლოგზე.

Sunday, March 27, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ ბლოგის დიზაინზე მუშაობა.განვიხილეთ გარდნერის თეორია.ვისაუბრეთ დიფერნცირებულ სწავლებასა და ფასილიტაციის კითხვარზე.

Saturday, March 26, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ დრაივში ჩვენი პრეზენტაციების გაზიარებასა და სხვისი პროექტების კომენტირებაზე.ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე.ბლოგზე განვათავსეთ პორტფოლიო.

Friday, March 25, 2016

ეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსია

საინტერესო იყო მეოთხე დღე, დავასრულეთ ბუკლეტი, ვიმუშავეთ გეგმის შაბლონზე, მაგრამ სამწუხაროდ, დღის ბოლოს სინათლე ჩაქრა, რის გამოც რეფლექსიას მეხუთე დღესთან ვაერთიანებთ.
მეხუთე დღე უფრო ნაყოფიერი იყო, გავაგრძელეთ შაბლონზე მუშაობა, გავაკეთეთ და ბლოგზე განვათავსეთ მასწავლებლის პრეზენტაცია.

Sunday, March 13, 2016

მესამე დღის რეფლექსია:
საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი დღე.განვიხილეთ კითხვები ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარები.შევქმენით პორტფოლიო.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


რევაზ ლაღიძე 
ზოგადი კითხვა: რატომ ახარებს მუსიკა ადამიანს?
რა ახალისებს ადამიანს?
თემატური კითხვა:დაასახელე ქართველი კომპოზიტორები, რომლებმაც ქართული ფილმები გააფორმეს მუსიკალურად.
რომელ კომპოზიტორებს იცნობთ, რომელთა მუსიკა ჟღერს არამარტო ქართულ ფილმებში?
რა ადგილი უკავია ფილმს ჩემს ცხოვრებაში?
შინაარსობრივი კითხვა:ვინ იყო რევაზ ლაღიძე?
რომელ ჟანრებში მოღვაწეობდა რ. ლაღიძე?
რამდენი ოპერა აქვს შექმნილი?
გაიხსენეთ ფილმები, რომელშიც ჟღერს კომპოზიტორ რ. ლაღიძის მუსიკა.
ლაღიძის რომელ სიმღერას უწოდეს ,,საუკუნის სიმღერა?“
რატომ აღიარეს ლაღიძის სიმღერა საუკუნის სიმღერად?

რა დატვირტვა აქვს ფილმში მუსიკას?